ილია ჭავჭავაძე-გადეგილი

ილია ჭავჭავაძის პოემა “განდეგილი” ბერის ცხოვრებას აღწერს, რომელიც ცდილობს წუთისოფლის ყველა ცდუნებას აერიდოს და ამის გამო განცალკევებით მდგარ მონასტერში იკეთებს კერას.

kelia“განუდევნია გულიდამ ყველა მსოფლიო ზრახვა, ფიქრი, წადილი”.

თოვლით დაფარული, გადათეთრებული მწვერვალი და ცივი ჰაერი ერთგვარ გაწმენდასთან ასოცირდება. ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებში, ბეთლემი და განდეგილი ბერი წარმოდგენილია, როგორც ხიდი იმქვეყნიურ და ამქვეყნიურ ცხოვრებას შორის. იგი ერთგვარი შუამავალია, თუმცა პოემის ბოლოს დაცარიელებული ტაძარი კი სასულიერო და საერო პირების დამრაცხებას მიგვანიშნებს. ღმერთთან სიახლოვეს, სულიერების მწვერვალზე დამკვიდრებას “თუ არ ღვთის ღირსი” სხვა ვერავინ შეძლებს. ამიტომ, “განდეგილში” არც მარტო ერთი ბერის პრობლემა არ არის წამოჭრილი და არც მარტო ბერობის. საერომაც და სასულიერომაც, მთელმა ერმა მისთვის წილხვედრი ჯვარი უნდა იტვირთოს და ზიდოს იმ მწვერვალისკენ, თუ უნდა რომ კვალვ “ღვთის ღირსი” გახდეს, სულიერების მწვერვალი დაიბრუნოს და დაცარიელებული “ბეთლემი” გამოაცოცხლოს.Capture1

სწორედ ამ ადგილას იყო დამკვიდრებული ბერი, რომელსაც უფალი შეწყნარების ნიშნად ყოველდღე მადლს უვლენდა: ბერი სარკმლიდან დაშვებულ სხივზე ლოცვანს აყრდნობდა და ამით ამოწმებდა ღვთის წყალობას. ერთხელ, საშინელ ავდარში სენაკს გზააბნეული მწყემსის ქალი მიადგა, რომლის მშვენიერება მასპინძელმა მაშინვე იგრძნო. ბერს ქალის დანახვაზე გაახსენდა ის მიწიერი განცდები, რამაც იგი საბოლოოდ აცდუნა უფლისკენ მიმავალ გზაზე. ამის გამო განდეგილი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა. მეორე დღეს, როდესაც უფალმა მას სასწაული აღარ მოუვლინა ანუ სხივმა ლოცვანი აღარ დაიჭირა მას რეტი დაესხა და იქვე სული განუტევა.
ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“ ეპიკური  თხზულებაა და ალეგორიულ ხასიათს ატარებს.  იგი განსხვავდება ავტორის სხვა ნაწარმოებებისაგან. პოემის შესწავლის შემდეგ შთაბეჭდილება გვრჩება, რომ აქ ირღვევა მისი წერის სტილი და რადიკალურად უცხო ნაშრომთან გვაქვს საქმე. ბევრი თვდილა, რომ ეს მისი შემოქმედების ყველაზე დიდი სისუსტე იყო, ზოგი კი პირიქით, ირწმუნებოდა, რომ „განდეგილის“ დაწერის შემდეგ ვხვდებით, რომ უცვლელი დარჩა მწერლის მთავარი სათქმელი. თავად ილია ისეთი პიროვნება იყო, რომლისთვისაც მხოლოდ სულის ხსნა საკმარისი არ გახლდათ. მისი მთავარი ინტერესი მაშინაც სამშობლოზე ზრუნვა იყო. მისთვის ადამიანის უმოქმედება გაუმართლებელი იყო.  საოცრად გაგვიმართლა, რომ ილია მწერლობის გარდა პუბლიცისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა და შემოგვრჩა ამ საკითხთან დაკავშირებული მისი პირადი აზრის დამადასტურებელი არაერთი საბუთი.აი, რას ამბობს იგი დიდი კაბადოკიელი წმინდანის სვიმონ მესვეტის შესახებ, რომელიც 80 წელი ურთულეს ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა სვეტზე  და ლოცვაში ღესრულა: “სვიმონ მანსვეტი სვეტზე ვიდა და იქ მიეცა გახრწნილობას სული საოხად, ნუთუ ეს სიზარმაცით მოუვიდა და ქვეყანას ამიტომ მოერიდა, რომ იგი ხელ-ფეხის მოძრაობას, გარჯას და მუშუაობას ითხოვდა და სვეტზე კი უძრავად შეეძლო დებულიყო”. ჩვენი აზრით, ილია ერთგვარად კიცხავს განდეგილს იმიტომ, რომ ის მხოლოდ სულიერ ხსნაზე ფიქრობს და სრულიად უარყოფს მიწიერს. კატა აბაშიძე  წერს: “ყველა კაცი, ვინც გაურბის ცხოვრებას ცხოვრებისგანვე იქნება დასჯილი. როგორც განდეგილი, კაცის სიცოცხლე ცხოვრების გარეშე ამაოა, კაცი ცხოვრების გარეშე კი ვერ მოიპოვებს სიმშვიდეს, ვერც კმაყოფილებას, ის განადგურდება, უკვალოდ, როგორც განადგურდა თავად განდეგილი

Advertisements