ალექსანდრე ჭავჭავაძის “ვაჰ, დრონი, დრონი” (განხილვა)

1357122373_chavchavadzeალექსნდრე ჭავჭავაძის აწმყოთი უკმაყოფილებას კიდევ უფრო ამძაფრებს ნაწარმოების ასაწყისშივე პესიმისტური განწყობა, რომელიც იმ საქართველოს დიად საუკუნეებს მისტირის, როცა იგი ზღვიდან ზღვამდე იყო გადაჭიმული. რომანტიკულობა აქვე იჩენს თავს; პოეტი წარსულის ამ ბედნიერ წლებს მსწრაფმავალ სიზმრებს უწოდებს.

„ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგემნი მტკბარად,

წარივლდნენ, გაჰქრდნენ სიზმრებად ჩქარად.“

პოეტის მასულდგულებელი წყარო,  „ძალი ცხოვრებისა“ საქართველოა. სამშობლოსთან შესისლხორცებულს, თვითონაც უკვირს, თუ როგორ შეძლო მასთან განშორება,თუნდ ერთი წამით.

„განვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას,

არ გიკვირსთ, მხედავთ, კვლავცა სულდგმულად?“

თავისუფალი და გამთლიანებული საქართველოს ნოსტალგია პოეტს უდიდეს გასაჭირში აგდებს, კიდევ უფრო აძულებს აწმყოს, დროს, რომელმაც მას ბედნიერება წაართვა. მაგრამ, პოეტი, როგორც ჭეშმარიტი რომანტიკოსი მომავლის იმედს მაინც არ კარგავს და „იმედოვნებას ვუწოდებ ფარად“. იგი უიმედოდ სიცოცხლეს სიკვდილს ამჯობინებს.

„უსასოდ ყოფას, სჯობს ყოფა მკვდარად.“

ალ. ჭავჭავაძე ფაქიზი გრძნობით წერს თავის ერთადერთ და განუმეორებელ სიყვარულზე. მან „ერთმან, ერთგზის ერთას უძღვნა თავი.“

სამშობლოს პატრიოტ პოეტს, რწმენის ერთგულება მართებს. იგი ჟამთა ცვლას არ უნდა დაემორჩილოს, ფერი არ უნდა შეიცვალოს, გული არ გაიტეხოს. ასეთია დედააზრი ამ პატრიოტული  ლექსის აკორდად ქცეული სტრიქონებისა:

„საცა გინდ ვიყო მასთან ვარ მარად,

მე იგივე ვარ მარად და მარად,

არ ვსდევ ჟამთა ცვლას,

მე იგივე ვარ მარად და მარად.“

Advertisements