სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი

თავდაპირველად ისინი გასანადგურებლად მიადგნენ კომუნისტებს და მე ხმა არ ავიმაღლე,რადგან კომუნისტი არ ვიყავი.შემდეგ პროფკავშრებს მიადგნენ,არც მაშინ ავიმაღლე ხმა,რადგან პროფკავშირში არ ვიყავი,მერე ებრაელებზე გადავიდნენ,მაგრამ არც ნაშინ ვიყვირე,რადგან არც ებრაელი ვიყავი.ბოლოს კი მე მომადგნენ,მაგრამ აღარავინ იყო დარჩენილი ვინც ხმას აიმაღლებდა ჩემს დასაცავად.როდესაც მგელი ერჩის კრავს და შეჭმით ემუქრება,შემთხვევით ან განგებით თუ მათ შორის ავღმოჩნდებით და არ დვიცავთ კრავს,ჩვენდაუნებურად მგლის მხარეს დავიჭერთ,ცხოვრების სამწუხარო გამოცდილება კი გვიჩვენებს,რომ მგელი უთუოდ შეჭამს კრავს,ამიტომ ნულოვანი პოზიცია ანუ “სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი” უკვე ნიშნავს გულგრილობას,რასაც მოცემულ შემთხვევაში კრავი შეეწირება.ამ პრინციპით ცხოვრება ადამიანის უგულობისა და უპროგრესობის პირდაპირი მაჩვენებელია.ის რასაც ყოველდღე ვხედავთ და ვიზიარებთ,ჩვენი პოზიციის გამოუთქმელობა ჩვენი დამოკიდებულების დაფარვა აშმორებულ მდგომარეობაში ყოფნისთვის უპირატესობის მინიჭებაა.ჩვენ არასოდეს ვწუხდებითსაზოგადობის ჭირით,ვამრავლებთ ლუარსაბებს.ჩვენ განზე დგომა გვირჩევნია წინ სვლას და ვერ ვხვდებით როგორ მივიწევთ ასეთი გადაწყვეტილებით უკან.ჩვენ ვხედავთ,ვგრძობთ სხვის საწუხარს,თანავუგრძნობთ მაგრამ არ მივმართავთ ქმედით ღონისძიებებს,ამიტომ აუცილებელია გავაცნობიეროთ ეს პრობლემა,შევეცადოთ გავიზიაროთ სხვისი გასაჭირი,თანავუგრძნოთ ერთმანეთს,გავამხნევოთ,დავეხმაროთ და არ გავრიყოთ.ჩამოვყალიბდეთ აქტიურ მოქალაქეებად და საბოლოოდ ეს ჩემი გულის წუხილი მინდა დავასრულო ხონ დონის სიტყვებით რომელიც 400 წლის წინ თქვა:როდესაც გესმის ზარის ხმა ნურასოდეს იკითხავ თუ ვის უხმობს ზარი,გახსოვდეს,რომ ის შენ გიხმობს.

Advertisements