რა არის სამშობლო?

ალბათ ადრე თუ გვიან ყველა ადამიანს გაუჩნდება ეს კითხვა,რა არის სამშობლო?ნუთუ მშვენიერი ბუნება,ცისფერი ცა,გაშლილი ველ-მინდვრები და ანკარა წყაროები?რა არის ის იდუმალი და ამოუცნობი,რაც მხოლოდ განცდაში გეძლევა,ლაც უჩინარია და გულის თვალით აღიქმება და შეიგრძნობა,რაც იცი,რომ შენია,შენი მამა-პაპებისა და იმათი წინაპრების ნაფერებ-ნალოლოავებია.გქონია მონატრება,როცა თვალს დახუჭავ და ოცნებით ნაცნობ ადგილებში გაინავარდებ?ეს სამშობლოს მონატრებაა.სამშობლო ჩვენი გენეტიკური მეხსიერებაა,ფესვები,რომელიც გვასაზრდოებს და წინაპართა უწყვეტ ჯაჭვში გვაერთიანებს.ყოველი ჩვენგანი ერთდროულად მომავლის მშობელიცაა და წინპარიც.ერთი რგოლის ამოვარდნა აზიანებს ამ ჯაჭვს და საფრთხეს უქმნისმის უწყვეტობას.ამიტომ ყოველი ჩვენგანი სამშობლოს იმედია,მისი ტკივილი და სიხარული.ჩვეი ვალია ეს ვიცოდეთ და ერთგულად ვწიოთ ჩვენი ჭაპანი.

Advertisements