წმინდა იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება

  1. ესე ნეტარი მამა იოვანე იყო წარმოშობით ქართველი, დიდებული და წარჩინებული, დავით კურაპალატის ახლობელი. ახოვანი, ბრძოლებში სახელმოხვეწილი, ღვთის შიშით სავსე, განთქმული კეთილი საქმეებით. ხოლო ვინაიდან, მის გულში ქრისტეს სიყვარულის ცეცხლი აენთო, ყოველი დიდება სოფელს დაუტოვა და ყველასგან ფარულად გაიქცა და მთა ულუბოისაზე არსებულ ერთ-ერთ მონსტერს შეაფარა თავი, სადაც ჯორებს უვლიდა და სხვა შეურაცმყოფ საქმეებსაც ართმევდა თავს. ამ დროს ბერძენთა მეფემ თავისი ტერიტორიები დავით კურაპალატს გადასცა და მისგან აზნაურთა შვილები მძევლად მოითხოვა. მამა იოვანეს ცოლის ძმებმა იოანეს ძე – ეღვთიმე, უფლისწულთან ერთად მიჰგვარა მძევლად მეფეს. ეს რომ გაიგო იოანემ წავიდა კონსტანტინეპოლს. ღვთის ნებითა და მეფეთა გადაწყვეტილებით წამოიყვანა შვილი და და მაშინვე უკან დაბრუნდა. ხოლო, რამოდენიმე ხნის შემდეგ, ვინაიდან გაითქვა სახელი და პატივს სცემდნენ როგორც ქართველი ერი, ისე ბერძენი ერიც. შეაწუხა ამ ამბავმა და ამის გამო კვლავ უცხო გარემოს მიმართა. რამეთუ თავის მესთან და რამოდენიმე მოწაფესთან ერთად მთაწმინდას მივიდა, დიდი ათანასეს – ლავრას და აქ დამკვიდრდა.
  2. და ამ ხანებში თორნიკე ერითავი ბერად აღიკვეცა და ფარულად მთაწმინდაზე ავიდა, სადაც კურთხევა იოანესგან მიიღო. ერთმანეთის ნახვით გახარებულებმა მონასტერს ბედნიერება მოჰფინეს. რამოდენიმე ხანში გავრცელდა მათი ადგილმდებარეობა რომ მთაწმინდაზე იყვნენ და დაიწყო ქართველთა მრავლება ამ ადგილას. როდესაც იხილეს მამებმა, სიბრძნით გამორჩეულებმა ეს ყოველივე განიზრახეს რამეთუ ამ მონასტერს სხვებიც მოაშურებენ, ძალიან გამრავლდებიან და უკან გაბრუნება შეუძლებელი გახდება, ამიტომაც ლავრისაგან მოშორებით ააშენეს წმ. იოანეს მახარებლის ეკლესია და სენაკები და აქ შესახლდნენ.
  3. ამ ხანებში მოხდა სკლიაროსის ამბოხება, რომელმაც ყველაფერი დაიპყრო. ამ დროს მეფე და დედოფალი გამომწყვდეულნი იყვნენ კონსტანტინეპოლში ისიც დიდი გაჭირვებით და გადაწყვიტენ, რომ დავით კურაბალიატის გარდა მაშველი სხვა არავინ ჰყავდათ. ამის გამო, რომ შეწუხდნენ გაიგეს იოვანესა და თორნიკეს ადგილმდებარეობა. სევასტოპოლი წარჩინებული დედოფლის კარზე მიაშურეს იმ ადგილას, სადაც სამეფო წერილები უნდა მიეტანა. როდესაც მივიდა წესისამებრ დაურიგა წერილები, ერთი ათანასეს, ერთი – თორნიკეს და ერთიც – იოანეს. ათანასე და იოანე შეევედრნენ თორნიკეს რამეთუ წარდგენილიყო ბიზანტიის სამეფო კარზე, ხოლო როდესაც მათი ვედრება გაიგო ძალიან შეწუხდა და უთხრა: „წმინდა მამებო, მე ჩემი ცოდვების გამო ვარ ამ წმინდა აგილად და შეუძლებელია ჩემი მეფის წინაშე წარდგომა, რამეთუ ვიცი რის გამოც მიხმობენ იქ და თუ წავიდე ქვეყნის ბრძოლებში მიმიწვევენ“. ხოლო მამა ათანასემ და იოანებ ბოლოს მაინც დაარწმუნეს წასვლა. ბასილი და კონსტანტინე ჯერ კიდევ ყრმები იყვნენ და ყველაფერს განაგებდა დედოფალი და პარაკიმენონი მეფეების წინაშე, როდესაც თორნიკე მივიდა სამეფო კარზე პარაკიმენონმა დაუფიქრებლად შეიყვანა მეფეებს წინდაშე. მეფეებმა და დედოფალმა კი მისი დანახვისას ფეზე წამოდგნენ, პატივით მოიკითხეს და გვერდით დაისვეს. დედოფალმა ბასილს და კონსტანტინეს უბრძანა, რომ მამაოს ფეხ ქვეშ დამხობილიყვნენ და დედოფალმა მიმართა: „წმინდაო მამაო, რასაც ამ ობლებისათვის გააკეთებ, ღმერთი არ დაგივიწყებს, წარსდექ კურაპალატის წინაშე და აუწყე ჩვენი გასაჭირი. იმედი მაქვს, რომ განდევნით უღმრთო სკლიაროსს და ჩვენ ჭირისაგან დაგვიხსნით“. ბევრი ევედრა თორნიკემ დედოფალს, რომ გაენთავისუფლებინა ამ დავალებისგან. დედოფალმა და პარაკიმენონმა კი უთხრეს: „ შენ ოღონდ ამ ობლებს დაეხმარე და რაც ცოდვა გაქვს ღმერთთან ყველა ჩვენ მოგვკითხოს“. დაწერეს ვედრებათა წერილები კურაპალატისათვის და წამოვიდა მეფეებისაგან და წარსდგა კურაპალატის წინაშე. როდესაც კურაპალატმა თორნიკე იხილა, ძალიან გაუხარდა და მეფეთა წერილები ჩაიბარა, რის შედეგადაც ლაშქარი წარგზავნა საბერძნეთს, მხედამათავრად კი თორნიკე დანიშნა და კურაპალატის ნება აუწყა. მისცა კურაპალატმა თორნიკეს 12 ათასი მხედარი. ღვრთის ნებით გააქცია სკლიაროსი და გაქცეულს სპარსეთამდე სდია. შეიპყრა ბიზანტიის ყველა დიდებული, რომლების სკლიაროს ემხრობოდა და მათი მონაგები გაანადგურა. ზოგი ლაშქარი მათ გამოუყო, ზოგიც კი თვითონ დაიტოვა. ნადავლი ძალიან დიდი იყო: ოქრო და ვერცხლი, ოქროს ქსოვილები და სხვა ამდაგვარი უკან მობრუნდა, მოიკითხა კურაპალატი , დიდად დაასაჩუქრა და ისევ მეფეთა წინაშე წარსდგა. მეფეებმა თორნიკეს დიდი პატივით მიეგებნენდ, გულითადად მოიკითხეს, ბოლოს კი გამოეთხოვა და მაშინვე მთაწმინდისაკენ გაეშურა ურიცხვი განძითა და ქონებითა. ეს ყოველივე იოანეს ისე გადასცა, რომ თავის თავზე სულაც არ უფრიქრია.
  4. ამის შემდეგ მამაოებმა გადაწყვიტეს თავისი მონასტერი აეშენებინათ. ღვთის მადლით იპოვეს მშვენიერი ადგილი მთაწმინდაზე და იოანეს დიდი მონდომებით წმინდა ღვთისმშობლის სახელზე ააშენეს ეკლესია-მონასტრები. თორნიკე ვინაიდან ბრძოლებსა და საომარ საქმეებში იყო სიყრმიდანვე გამოწვრთობილი და უყვარდა მათთვის ამ ამბების მოყოლა. მამაო იოანემ უთხრა: „საყვარელო ძმაო, ჯერ მაგათ დააცადე საქმეების კეთება და თუ მაინც გინდა ვინმეს მოუყვე ეს ამბები, შეგიძლია გაბრიელ უხუცესს უამბო“. ხუცესი კი ის პიროვნება იყო, რომელსაც მდუმარება ჰქონდა აღქმული უფლისთვის და მხოლოდ ლოცვებს წარმოთქვამდა. ამის შემდეგ, თორნიკე აღარავის არაფერს არ უყვებოდა. ასე სულიერ ცხოვრებაში მყოფი აღასრულა დღეები და უფალთან მივიდა.
  5. თორნიკეს გარდაცვალების შემდეგ, მამა იოანემ განიზრახა თავის ძესა და რამოდენიმე მოწაფესთან ერთად ესპანეთში წასულიყო. პირველად უძნელდებოდა მონასტერში მიმდინარე შუღლი და შფოთი. გაეგო, რომ ქართველი ხალხი არცთუ ისე ცოტა იყო  იქ და ამიტომ წავიდა ავიდოსში (ნავსადგური), რათა იმ მხარეს მიმავალი გემი ენახა. ვინც ამჟამად მთავრობდა ავიოდსში მასთან დიდი მეგობრობა აკავშირებდა იოანეს, ამიტომაც განუცხადა მიზეზი თუ რისთვის მიდიოდა, როლო ის კი შეეწინააღმდეგა და არ უშვებდა. როდესაც მიხვდა, რომ იოანე თავის სიტყვას არ გადავიდოდა, მაშინ უთხრა: „ წმინდა მამაო, შენ იცი თუ როგორი სიყვარული აქვს მეფეს შენს მიმართ და თუ გაგიშვი, ჩემზე დიდი ალიაქოთი ატყდება, მიწერე მეფეს და რასაც მბრძანებს, იმას გავაკეთებ“. მან დაწერა ბრძანება. როდესაც წერილის გადასაცემად მეფესთან მივიდნენ, დიდი პატივით მოეკითხა. დიდი ხნის განმავლობაში აქ დატოვეს და შემდეგ დიდი საშუქრითაც გააგზავნეს. ხვერწნით დაარწმუნეს მონასტერში დაბრუნება და ასე კვლავ დაბრუნდა თავის მონასტერში.
  6. ცოტა ხნის შემდეგ შეეყარა ნეკრისის სენი და მრავალი წლის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი. როდესაც იხილა მისი ასეთი უძლუროება, შეევედრა მამა ეღვთიმეს, რომ ეტვირთა მონასტერზე ზრუნვა, მას კი უძნელდებოდა ეს ყოველივე და საკუთარ თავზე ვერ იდებდა მონასტერში მიმდინარე შფოთს, მაგრამ როგორ შეეწინააღმდეგებოდა მოხუცებულ მამას, ამიტომ სამონასტრო საქმეებს მან განაგებდა. სანატრელმა მამა იოანემ შეისვენა და ღმერთთან სიკეთითა კეთილშობილებით დატვირთული წარევლინა.
  7. ჩვენ კი ადრე თქმულს მივუბრუნდეთ, რამეთუ როგორც ვთქვით მამა იოანემ თავისი შვილი ექვთიმე წაიყვანა მეფის სასახლიდან. პირველად ქართული მწიგნობრობა ასწავლა, შემდეგ კი ყოველგვარი სიბრძნე სრულად აათვისებინა ბერძნულად. სიყრმიდანვე ეცხო ღვთის მადლი და ღვთისგან ებოძა წმინდა წიგნების წვდომის უნარი. მისი სული წმინდა მადლით აივსო, ეს ყოველივე მამაო იოანეს წმინდა ღმრთისმშობლის გამოცხადებით ეუწყა. რამეთუ , როდესაც პატარა იყო ძლიერი სენით დაავადებული, ამ დროს თითქმის სიკვდილს მიუახლოდვა. ამის შესახებ კი, მამა იოანებ იცოდა: „მისი გადარჩენის იმედი დავკარგე. ყოველ წამს ველოდი, რომ შეიძლებოდა აღარ ყოფილიყო, ვინაიდან არც მეყველების უნარი შერჩენოდა და რადგანაც შეშფოთებული ვიყავი, წავედი წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში, დავვარდი მისი ხატის წინაშე და ცრემლმორეული ვევედრებოდი უბიწო ქალწულს, რამეთუ მშველებლად მოგვეგონოს და მხიარულება მოეტანა. ვუთხარი მღდელს, რომ მალევე ამოსულიყო და ეზიარებინა უფლის ხორცითა და სისხლით. რადგანაც შეშფოთებული ვიყავი, ვჩქარობდი მენახა თუ რა მოხდა, გავაღე სენაკის კარი სადაც დავტოვე მწოლიარე და უეცრად ვიგრძენი საკვირველი სურნელება, რამეთუ წმინდა ღვთისმშობელმა წყალობით მოხედა და ვიხილე ექვთიმე, რომელიც ფეხზე იდგა, სრულიად მთელი და უვნებელი. როგორც კი გონს მოვედი, ვკითხე: რა მოხდა შვილო?, ხოლო მან მიპასუხა:“ეს-ესაა გამომეცხადა ვინმე დიდებული დედოფალი და ქართულ ენაზე მითხრა: რა არის? რა გტკივა ექვთიმე? ხოლო მე კი ვუთხარი: ვკვდები დედოფალო. და როდესაც ეს ვთქვი, დედოფალმა მომიახლოვდა, ჩემი ხელი დაიჭირა და მითხრა: „არაფერი არ გჭირს, ადექი, ნუ გეშინია და ქართულად თავისუფლად, გამართულად ილაპარაკე“ და აი როგორც ხედავ სრულიად არაფერი მტკივა. მამა იოანემ კი ამის შესახებ თქვა: „იმ დროდანვე ძლივს ლაპარაკობდა ქართულად. ამის გამო ძალიან დამწუხრებული ვიყავი, ხოლო მას შემდეგ წყაროსავით დაუბრკოლებლად აღმოჩქეფს უწმინდეს ქართულს“. ამის შესახებ მამა იოანე იტყოდა: „შვილო ჩემო, ქართული წიგნის ნაკლოვანებას დიდად განიცდიდა, ბევრი წიგნი აკლია და ვხედავ, უფალს შენთვის დიდი ნიჭი უბოძებია, დაე იმსახურებ მას, რომ გაამრავლო უფლისადმი შენი გასამრჯელო“. იგი გულმოდგინედ შეუდგა მის ბრძნაებას. დაიწყო თარგმნა, რითაც ყველა გააკვირვა, რამეთუ ასეთი მთარგმნელი, იმ ადნრინლედ მთარგნელთა გარდა, არ მოვლენია ჩვენს ენას და მგონია, რომ აღაც მოევლინება. ასე გახდა ჩვენი ერის შემამკობელი წმინდა მოციქულთათვის მისაბაძი მაგალითი, რომელმაც გაანათლა ქართველთა ენა და ქვეყანა, რომლის ნამუშევრები ახარებს, როგორც აქაურებს, ასევე უცხოელებსაც კი. მისი თარგმნილი წინგების სიტკბოებას, როგორც ხმამაღალი ოქროს ჩასაძერი საკრავი ჟღერს მთელ ქვეყანაზე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბიზანტიაშიც (საბერძნეთში), რამეთუ ბალავარი, აბილირაო და სხვა მრავალი ნაწარმოები ქართულიდან თარგმნა ბერძნულად. მრავალი წიგნი გაუგზავნეს დავით კურაპალატს და ის, როგორც მორწმუნება სიხარულით აივსო. დაიწყო უფლის დიდება და თან ამბობდა: „მადლი უფალს, რომელმაც ჩვენ ახალი ოქროპირი (იოანე) გამოგვიგზავნა“. დავითმა ექვთიმეს მიწერა, რომ ხშირად ეთარგმნა და გამოეგზავნა მისთვის, ექვთიმეც კი შეუსვენებლად თარგმნიდა და სრულიად არ აძლევდა თავის დავს დასვენების უფლებას. ღმერთშემოსილმა მამაომ ასე გამოამჟღავნა მისთვის ბოძებული ტალანტი.
  8. ასე რომ იმოღვაწა 114 წელი. სამას სულზე ზრუნავდა, დიდ ლავრას განაგებდა, მთაწმინდელ ბერთა უმთავრეს საზრუნავზე ნეტარი (ექვთიმე) ზრუნავდა. ყოველივე ამასთან ერთად თარგმნას არ მოსცდებოდა, არამედ სულ შრობოდა, იჭირვებდა, ღამეებს ათევდა, ბევრი წიგნი ღამით, სანთლის ქვეშ უთარგმნია. მის შრომასა და ღვაწლთან ერთად საერო საქმეებიც ბევრი იყო. მოუცლელობის მიუხედავათ, სხვებთან ერთად გადიოდა ნავის გამოსათრევადაც კი. გინდა ხორბლით სავსე ნავი ყოფილიყო. მაშინ გადიოდა, როდესაც ვენახს კრავდნენ სარზე. მაშინაც, როდესაც ვაზისთავს ხედმეტ რტოებს აშორებდნენ, რთველის დროსაც. რამეთუ ვენახი სულ ახალი გაშენებული იყო და ყოველ ვაზს სარით გამართვა სჭირდებოდა. დღის დიდ ნაწილს ვენახში ატარებდნენ შრომაში და მამაო სულ მათთან ერთად იყო, მიუხედავად თავისი მიზეზისა. იყო წმინდა მამა ექვთიმე გარეგნობით სასიამოვნო, გონებით წრფელი და მდაბალი სულითა, განათლებული და აღნაგობით ძლიერი. მისი ერთ-ერთი მიზანი დიდ ლავრაზე ზრუნვა იყო და სანამ ცოცხალი იყო, მანამდე განაგებდა. ამ გზის სანატრელი მამაო ექვთიმე აღესრულა 13 მაისს, ორშაბათ დღეს, 1028 წელს. 
Advertisements