წმინდა შუშანიკის და ვარსქენის დახასიათება

შუშანიკისა და ვარსქენის შედარებითი დახასიათება
იაკობ ხუცესის ‘’შუშანიკის წამება’’ ჩვენამდე მოღწეული პირველი ქართული ლიტ-რული ნაწარმოებია.იგი ასახავს იმ პერიოდს,როდესაც ირანი საქართველოს დასამორჩილებლად მიზანმიმართულად ცდილობდა ქრისტიანობის აღმოფხვრას და მაზდეანობის დანერგვას.ამის კვალობაზე თხზულებაში გამოკვეთილია ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პრობლემები.ავტორი თხზულების მომსწრე და თვითმხილველია ყველა იმ ფაქტისა და მოვლენებისა,რასაც თვითონ აღწერს.
თხზულებაში ყველა მოქმედება ვითარდება დაპირისპირეულობის ფონზე.მაზდეანობას უპირისპირდება ქრისტიანობა,ურწმუნოებას _ რწმენა,ხორცის წარმავლობას_სულის მარადიულობა.
მოქმედება იშლება ქართლის ერთ-ერთი პიტიახშის ვარსქენის ოჯახში დატრიალებული დრამის ფონზე.
ავტორის ყურადღების ცენტრშია წმინდანი_ქრისტიანული სარწმუნოებისათვის თავდადებული ქალი,დედოფალი შუშანიკი ,რომელიც დაუპირისპირდა რწმენაგამოცვლილ მეულეს და ჩჰვენი უფლის მოწამეობრივი ცხოვრება გაიმეორა.შუშანიკი იყო ვარდან მამიკონიანის ასულ.იგი იზრდებოდა მართლმორწმუნე,ქრისტიანულ ოჯახში და როგორც იაკობ ხუცესი გადმოგვცემს ის ყრომითგანვე ყოფილა ღვთის მოშიში და მოყვარული,მამაისი სპარსეთის წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლი იყო და საბოლოოს ამ ბრძლას შეეწირა კდიეც.მისი დამარცხების შემდეგ (სომეხი ისტორიკოსის ცნობაა) ქართლის პიტიახშს ამ უკანასკნელის ოჯახი ტყვეობდიან გამოუხსნია და ქართლში ჩამოუყვანია.ასე რომ შუშანიკი არშუშას კარზე გაზრდილა.შემდგომში იგი ცოლად გაჰყვა არშუშას უფროს ვაჟს ვარსქენს.ეს ქორწინება საბედისწერო აღმოჩნდა შუშანიკისთვის,როგორც ხორციელი ადამიანისთის,მაგრამ ამ შეუღლებამ განაპირობა მისი სულის წმინდა სავანეში დამკვიდრება.
საქართველოში იმ დროს რთული ვითარება იყო.სპარსეთი მაზდეანობის აქ დამკვიდრებას ცდილობდა. საქართველოშჰი კი რა დალევდა მოღალატეებს,რომლებიც განდიდების მიზნით უარყოფდნენ ჭეშმარიტ ღმერთს.სწორედ ასეთი დასაყრდენი ჰპოვა სპარსეთის შაჰმა,ვარსქენის სახით.მისმა პატივმოყვარეობამ განაპირობა აღზევების უსაზღვრო სურვილი,რამაც დააგმობინა სარწმუნოება .ერთმანეთის პირისპირ დადგნენ გამაზდეანებული ვარსქენი და ქრისტიანობის ერთგული შუშანიკი.
იაკობი შუშანიკს თავიდანვე სრულქმნილ წმინდანად არ გვიხატავს.თავიდან იგი მართლა ღრმადმორწმუნე მაგრამ მაინც მიწიერი არსებაა თავისი განცდებით,ტკივილებით…მან რთული და ძნელი გზა განვლო დედოფლობიდან წმინდანობამდე.შუშანიკი უაღრესად გონიერი და დაკვირვებული ქალია.იგი იმთავითვე ლოცულობს ვარსქენის სულის ხსნისთვის,რადგან გრძნობს მის გაორგულებს ჭეშმარიტი სარწმუნოებსიადმი.შუშანიკს ,როგორც ყოველ ჭეშმარიტ ქრისტიანს,ღვთიური სიბრალული აქვს ვარსქენის მიმართ,მაგრამ არ ძალუძს თანაზიარი იყოს ,ისი ცხოვრებისა,რადგან ღრმად აქვს გადგმული მის გულში რწმენას ფესვები.
შუშანიკი მეუღლეს უპირისპირდება არა მარტო,როგორც ქრისტიანობის დამცველი ქალი,არამედ დიდი პატრიოტი,ქვეყნის პოლიტ.სიმტკიცისათვის თავდადებული პიროვნება,ვარსქენმა კი ვერ გაითვალისწინა თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა მის მოღალატურ ნაბიჯს,როგორ შეხვდებოდა ქართველიხ ალხი,ვერ გაითვალისწინა შუშანიკის პრინციპულობა.
ავტორი შესანიშნავად აღგვიწერს იმ პაექრობას,რაც გაიმართა სასახლიდან წასულ შუშანიკსა და ვარსქენს შორის.ცბიერმა ვარსქენმა დედოფლის საქციელი ვითომდა ოჯახისა და მეუღლის შეურაცჰხოფად ჩათვალა —– > (არგუმენტი) ‘’შენ ჩემი ხატი დაამხე და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხი და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხვად წასულ ხარ’’
იაკობი ვარსქენს სულმოკლე,სუსტი ნების,მოღაკატე,გულქვა,შეუბრალებელ ადამიანად გვისახავს,რომლის მრისხანება უსაზღვროა.მას ხშირად თავშეკავების გრძნობა ღალატობს და უკადრისად იქცევა.
პირველი სასტიკი ფიზიკური გვემა გამძვინვარებული მეუღლისაგან ‘’სიხარულის დასაბამად’’ მიიჩნია დედოფალმა,ხოლო სახიდან გადმონადენი სისხლი ცოდვების განსაწმენდლად.შუშანიკი თანდათან იხვეჭს ხალხის სიყვარულს,რაც ვარსქენის მიზანს სპარსეთის გავლენას გაუღოს კარი ეწინააღმდეგება.პიტიახში გრძნობდა რომ მისი მხოლოდ ეშინოდათ,სიყავრულით კი არავის უყვარდა.სამაგიეროდ დედოფალს წმინდანად მიიჩნევდნენ უთანაგრძნობდნენ.სწორედ ამ ტანაგრძნობისა და აღიარების გაცამტვერება სურდა ვარსქენს,როცა დედოფლის სახალხსოდ დასჯა გადაწყვიტა.
იაკობი ყველაზე მკვეთრად აქ უპირისპირებს შუშანიკსა და ვარსქენს.როცა ლაშქრობიდან დაბრუნებულმა პიტიახშმა ნახა,რომ შუშანიკი ეკლესიაში გადასულიყო,მივარდა და ცემით წამოათრია.სამასი კვერთხი დაარტყმევინდა,ფეხზე ბორკილი დაადო და ქედზე ჯაჭვი,მაგრამ მაინც არც ერთი კვნესა ,არც ერთი ვაება მისი პირიდან ამომავალი არავის გაუგონია.ვარსქენი ვარაუდობდა რომ როცა ხალხი ამს დამცირებულს იხილავდა მისდამი რწმენა გაუქრებოდა,ამიტომ იყო რომ ფეხშიშველი,თავდაუბურავი ხალხის წინაშე გამოიყვანა ნაწამები,მაგრამ ამაოდ ვარსქენის ვარაუდი არ გამართლდა.საკმარისი იყო დედოფლის გამოცენა რომ ხლხმა მოწიწებით ლოცვა და გალობა დაიწყო.
რაც უფრო იწმიდნება შუშანიკის სული,რაც უფრო ღრმა და მტკიცე ხდება მისი რწმენა,მით უფრო სასტიკი და ულმოებლია ვარსქენის სასჯელი.დედოფალი ემიჯნება მიწიერ სამყაროს,ცოდვათა საუფლოს და უახლოვდება უფალს,ჭეშმარიტი ქრისტიანობისკენ მიმავალ გზას..
შუშანიკი იმ დროს ცხოვრობდა,როცა რწმენის ღალატი,ქვეყნის ღალატს უდრიდა.მისთვის თავდადება ერის ინტერესებისთვის თავგანწირვას ნიშნავდა.მან თავისი ცხოვრება წამებით დაასრულა.თავისი ცხოვრებით უდიდესი მაგალითი აჩვენა ერს,რისთვისაც ხალხმა იგი წმინდანად შერაცხა.
 
Advertisements