რა არის სიკეთე ძალა თუ სისუსტე ?

download

ეს არის უდიდესი ძალა,რომელიც ადამიანს გააჩნია.სიკეთე არის ადამიანის სულიერი მდგომარეობა,თუ ადამიანი კეთილია,ის სიკეთითაა აღსავსე,ის ცდილობს მის ირგვლივ მყოფთ დაეხმაროს და სიხარული მიანიჭოს.
ზოგნი ფიქრობენ,რომ სიკეთე,ეს არის სისუსტე.თუ მათ ვინმე რამეს დაუშავებს ცდილობენ,რომ თავადაც ვნონ და სიკეთის მაგივრად ტკივილი მოუტანონ,ისინი ამ დროს გაბოროტებულები არიან.
წმინდა წერილი გვასწავლის :
“სიკეთით სძლიე ბოროტსა”.სიკეთით ბოროტს ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ვერ სძლიო შეიძლება მას ვერ გაუსწორდე ფიზიკურად მაგრამ,სული დამშვიდებული გვექნება.ამ შემთხვევაში შენ უფლის წინაშე იქნები მართალი (რაც ყველაზე მნიშვნელოვანია) და არა დაჩაგრული და ბეჩავი ადამიანი,რომელმაც ბოროტების წინააღმდეგ ხმა ვერ აიმაღლა.
მოძალადე ადამიანები თავიანთ თავში სამწუხაროდ მხოლოდ ფიზიკურ უპირატესობას ხედავენ,მათ არ გააჩნიათ მიტევების უნარი.წმინდა მამები კი ქადაგებენ,რომ ვილოცოთ ჩვენი მტრებისთვის,და ღმერთს შევთხოვოთ აპატიოს მათ ყოველივე,რაც ჩვენთვის და სხვებისთვის დაუშავებიათ. ამ ცნების დაცვა ძალიან რთულია,და ის მხოლოდ ჭეშმარიტ ქრისტიანს შეუძლია.
ამ ქვეყნად დაჩაგრული და ფეხქვეშ გათელილი ადამიანი,არასოდეს იქნება ღვთისგან დავიწყებული და იმქვეყნად უსათუოდ ამაღლდება

Advertisements